ალი ბაბაევი: ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარები მობეზრდა

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მეორე ტურისთვის საარჩევნო პროცესი უფრო აქტიური გახდა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველი უფრო მინფორმირებულია.
„ქვემო ქართლის, კახეთის სოფლები შემოვიარე. რა მდგომარეობაა მეორე ტურისთვის – საარჩევნო პროცესი უფრო აქტიური გახდა. ხელისუფლება ამომრჩევლებს აწვდის ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ. მეორე კანდიდატი კი დეზინფორმაციას ავრცელებს. ხალხმა გაიგო ვინ ვინაა. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილზე, ახლა კი აქვთ.
ეს სცენარები უკვე არავის აინტერესებს. ხალხმა კარგად იცის 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ჩაიდინა, ეს დანაშაულია და ამაზე პასუხი უნდა აგონ, ტერორს ახორციელებდნენ მოქალაქეების მიმართ, ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, მოსახლეობას აშანტაჟებდნენ. „რუსთავი 2-ზე“ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხალხს პურზე და ყურანზე აფიცებინებდნენ. ეს სიცრუეა. ასე იყო 2012 წელს, ქვემო ქართლის მაშინდელი გუბერნატორის, კმარელი კირკიტაძის მიერ შექმნილი სცენარი, როცა აზერბაიჯანელი სასულიერო პირები დაიბარა და უბრძანა ხალხს დააფიცეთ ყურანსა და პურზე, რომ ხმა ჩვენ მოგვცენო. ეს ყველაფერი ხალხს უკვე მობეზრდა. ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარები მობეზრდა“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები