თამარ ჩუგოშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და ამ კუთხით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე.
როგორც შეხვედრის კომენტირებისას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ ადამიანის უფლებების დამცველების მდგომარეობის შესაფასებლად.
„ვისაუბრეთ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე, ღია მმართველობის საბჭოზე, ჩვენს თანამშრომლობაზე სხვადასხვა ფორმატებში, ასევე კომიტეტების, საბჭოების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც რეგლამენტით შემოდის და ამ კუთხით კიდევ უფრო უკეთეს გარემოს ქმნის”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.