Gallup International-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ახალი მონაცემებით, გამოკითხულთა 54% – სალომე ზურაბიშვილს, ხოლო 46% – გრიგოლ ვაშაძეს აძლევს ხმას

„Gallup International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ნიცშე აცხადებს, რომ Gallup International კვლევებს უახლესი მეთოდით ატარებს. მისი განმარტებით, მეთოდი დიდ ბრიტანეთში შემუშავდა და ყველა მის მიერ დასახელებული რიცხვი უტყუარია. ასევ ხაზგასმით ასკვნის, რომ პოზიტიური დინამიკა სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში უფრო მზარდია.
“ჩვენი ძალა მდგომარეობს, იმაში რომ დივერსიფიცირებულ კვლევებს ვატარებთ. ჩვენ ვიღებთ დასკვნებს უამრავი სხვადასხვა ექსპერტისგან, რომლებიც ჩამოსულები არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და მიღებული აქვთ გამოცდილება. ნაწილობრივ ისინი არიან დიდი ბრიტანეთიდან, მათ შორის არის ის ხალხი, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ეგზიტპოლები საქართველოში და აქედან გამომდინარე ჩვენ საქართველოშიც გვაქვს მიღებული გამოცდილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Gallup International-ი აბსოლუტურად ნეიტრალურია. ჩვენ ვართ დაფუძნებული შვეიცარიასა და ავსტრიაში. Gallup International-ი დაფუძნებული იყო 1947 წელს ჯორჯ გელაპის მიერ, რომელიც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც აზრის გამოკითხვას აწარმოებდა. ჩვენ ჩატარებული გვაქვს მსოფლიო მასშტაბით გამოკითხვები სხვადასხვა ქვეყნებში. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში ჩვენ შეუსაბამეთ სპეციფიური მიდგომა, რომელიც შექმნილი იქნა დიდ ბრიტანეთში. ეს არის ყველაზე უახლესი მეთოდოლოგია, რომელიც არსებობს. არ გვაქვს შეგრძნება, რომ Gallup International-ს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვართ მკაცრად ნეიტრალურები. ჩვენი ძირითადი მისიაა, რომ შევისწავლოთ ხალხის აზრი. ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში. საბოლოო რეზულტატებს გამოკითხვებისას გამოვაცხადებთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად 8 საათის შემდეგ, 28 ნოემბერს”,-აღნიშნა მაიკლ ნიცშემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები