ცესკო საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩასატარებელ საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, დღეს, 28 ნოემბერს დილის 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 8:30 სთ; 10:30 სთ; 12:30 სთ; 15:30 სთ; 17:30 სთ; 20:30 სთ“,- აცხადებენ ცესკოში.
მათივე ცნობით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები