სოფიო ქაცარავა: იმედი გვაქვს, უკრაინაში სიტუაცია განიმუხტება, ეს რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესიაა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესიაა.
მისი თქმით, საქართველო გმობს ამ აგრესიას და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ეს რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესიაა. ჩვენ ამ აგრესიას ვგმობთ და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია ესკალაციის გარეშე განიმუხტება“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო გემებმა შავ ზღვაში უკრაინული კატერები დაბომბეს. შეტევები ქერჩის ყურეში, 25 ნოემბრის დილიდან ვითარდებოდა, როდესაც რუსეთის საზღვაო კატერმა უკრაინული ბუქსირი დააზიანა. ვითარებიდან გამომდინარე, იმავე დღის საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს პროვოკაციაში ადანაშაულებენ. კიევი ამტკიცებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში ქერჩის სრუტეს გავლით მიცურავდა და ამის შესახებ რუსეთი წინასწარ იყო გაფრთხილებული, ხოლო მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინამ საზღვარი დაარღვია.
ინციდენტმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო კვლავ გააღვივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები