საგარეო უწყება: საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. საკუთარ Twitter-ის გვერდზე დავით ზალკალიანი განცხადებას აქვეყნებს.
“ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის”, – წერს ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები