ფრანკელი: საქართველოში ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასავლეთის შენარჩუნებაში დაეხმარება

საქართველოში ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასავლეთის შენარჩუნებაში დაეხმარება – ამ სათაურით გამოცემა Daily Wire-ი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, კონკრეტულად კი საპრეზიდენტო კანდიდატების თაობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი ჯერემი ფრანკელი წერს, საქართველო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება – ერთი მხარე რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნის დაბრუნებისკენ მიასწავებს მეორე კი დამოუკიდებულობის და დასავლური ფასეულობების განვითარებისკენ.
სტატიაში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საქმიანობა მკაცრად არის გაკრიტიკებული.
რაც შეეხება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ავტორი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება კეთილდღეობის ეპოქას დაიწყებს და გამოაჩენს ყველა პროგრესს, რაც საქართველომ განიცადა დასავლური ფასეულობების მიღებაში.
„საქართველო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება – ერთი მხარე რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნის დაბრუნებისკენ მიასწავებს მეორე კი დამოუკიდებულობის და დასავლური ფასეულობების განვითარებისკენ. ბუნებრივია არც ეს გზა არ არის გამოწვევების გარეშე; საბედნიეროდ ერს ყავს შესანიშნავი წინამძღოლი, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს განათლება მიღებული, წარსულში სამაგალითო მსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდტი სალომე ზურაბიშვილი.
სამწუხაროდ, ბევრი შეიძლება ადვილად დაჯერდეს – დაჯერდეს ტყუილებს და მოთაფლვებს, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს, ადამიანი, რომელსაც რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კავშირები აქვს. საქართველო ამაყი ქვეყანაა, რომელიც დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუტოვა და აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს მათზე დღეს. გრიგოლ ვაშაძის არჩევა, კაცის, რომელიც ღიად ამაყობს წარსულში საბჭოთა კავშირშისთვის მსახურებაზე, იქნება უკან გადადაგმული ნაბიჯი ერისთვის. ვაშაძის არჩევა იქნება პირდაპირ საქართველოს საქმეებში რუსეთის შემოპატიჟება და ჩართვა, რაც კიდევ ერთხელ ამ დამოუკიდებელ ერს აქცევს რუსეთის თანამგზავრად.
ვაშაძე იყო მოსკოველი, ერთგული საბჭოთა დიპლომატი 1976 წლიდან 1993 წლამდე, სადაც იგი წლების მანძილზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში. მიუხედავდ იმისა, რომ იგი უარყოფს რაიმე კავშირს, საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიშ ორგანიზაცია KGB-სთან, მისი უარყოფა არადამაჯერებელია. საბჭოთა კავშირის ძველი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში KGB-ს ჩართულობა დიდი იყო. ვაშაძის უარყოფის მიუხედავად, დანარჩენ მსოფლიოს, მარტივად შეუძლია დააკავშიროს წერტილები და დაინახოს აშკარა კავშირი.
ცხადია ასეთი ახლო კავშირი ასე მარტივად არ გაქრებოდა. თავად ვაშაძეს ცდილობდა ამ კავშირის შენარჩუნებას. მას ქონდა რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2009 წლის ნოემბრამდე – ერთი წელი იცდიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ. რისთვის წელავდა დროს? 2008 წლის აგვისტოში რუსულმა ჯარმა არალეგალურად შემოაღწია საქართველოში და აგრესიული და ძალადობრივი კონფლიქტით დატოვა ათასობით ქართველი დევნილად. ამ კონფრონტაციამდე თვეებით ადრე ვაშაძე გახდა საქარათველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ მან მაინც შეინარჩუნი მისი ერთგულება რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უტევდა მის “სახლს”, რომელშიც იგი მსახურობდა.
რა შეაჩერებს მის ერთგულებას და ინტერესს რუსეთის მიმართ, მისი პრეზიდენტობის არჩევის შემთხვევაში? ვაშაძის არჩევა არის ნაბიჯი უკან, უკან რუსეთის კონტროლის და აგრესიის ქვეშ ყოფნისკენ.
ვაშაძე არ არის უჭკუო კაცს, სწორედ ამიტომაც ცდილობს ეს ყველაფერი მიატრიალოს ოპონენტის საწინააღმდეგოდ და დასდოს მას ბრალი რუსეთთან კავშირზე. ამ ბრალდებებს ფაქტები მარტივად უარყოფს.
ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება კეთილდღეობის ეპოქას დაიწყებს და გამოაჩენს ყველა პროგრესს, რაც საქართველომ განიცადა დასავლური ფასეულობების მიღებაში, როგორიცაა დემოკრატია, პირადი თავისუფლება და თავისუფალი წარმოება. ზურბაშვილს ათწლეულობის განმავლობაში ჰქონდა წარმატებული კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მსახურებაში, სადაც მან მრავალ დასავლურ ქვეყანასთან მაგალითისთვის როგორიცაა, იტალია, ბელგია და შეერთებული შტატები დაამყარა ძლიერი კავშირები. იგი გაერთიანებული ერებში მსახურებისას თანამშრომლობდა დიპლომატებთან მსოფლიოს მასშტაბით. იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საერთაშორისო თავდაცვის და სტრატეგიულ საკითხთა სამმართველოს, ისევ იყენებდა მის უნარჩვევებს, რომელიც მიიღო კოლუმიბიის უნივერსიტეტში და აძლიერებდა კავშირებს ევროპის მასშტაბით.
მაგრამ მისი უდიდესი პოზიციიდან საფრანგეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში – 2003 წელს გადაწყვიტა ემსახურა ,მისი საგვარელულოს სახლის, საქართველოს ელჩად საფრანგეთში.
ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ასევე იქნება პოლიტიკის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი ქალებისთვის. იგი იყო პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლადაც დაინიშნა 2004 წელს; რის შემდეგაც, სამმა სხვადასხვა ქალმა იმსახურა ხსენებულ პოზიციაზე. ზურბაიშილი მზად გაარღვიოს მორიგი ბარიერი. დღემდე არასდროს არ არჩეული ქალი პრეზიდენტი საქართველოში. მისი გამარჯვება იქნება ქართველი ქალების გამარჯვება და საგრძნობლად გაამაგრებს დასავლური სტილის დემოკრატიას – ნაცია, სადაც ნებისმიერ, ძლიერი შემართების, თავდადებულობის და ინტელიგენციის მქონე ადამიანს შუძლია წარმეტების მიღწევა.
28 ნოემბერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩევლებზე. უკან სვლა სურთ რუსეთის კონტროლის ქვეშ ვაშაძესთან ერთად? თუ წინ სვლა და ზურაბიშვილის დემოკრატიული ფასეულობების გაზიარება?.“, -აღნიშნულია სტატიაში.

წყარო:https://www.dailywire.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები