დავით მაღრაძე: დღევანდელ ხელისუფლებასაც შევახსენებთ, რომ მათი კეთილი ნების ანაბარა, ჩვენს ბედ-იღბალს არ დავტოვებთ

“დღევანდელ ხელისუფლებასაც შევახსენებთ, რომ მათი კეთილი ნების ანაბარა, ჩვენს ბედ-იღბალს არ დავტოვებთ”, – ასე მიმართა პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთავში მოძრაობა “ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას” ორგანიზებით გამართულ შეკრებაზე საზოგადოებას.
“ხალხი გახდა თვითორგანიზებული და შევახსენებთ ხელისუფლებასაც, რომ მათი კეთილი ნების ანაბარა, ჩვენს ბედ-იღბალს არ დავტოვებთ, არც მათი დანიშნული გამგებლების იმედად დავტოვებთ. ჩვენ ვიქნებით ჩვენი ქვეყნის გამგებლები და ამ მერებს, ამ პრემიერებს, ამ მინისტრებს ჩვენს სამსახურში ჩავაყენებთ. ასე ყოველთვის უფრო გულდამშვიდებული ვიქნებით”, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები