ხაინდრავა: რა უნდოდა ქართულ ჯარს ცხინვალში, ცხინვალიდან უტევდა რუსული 58-ე არმია?!

“150 სოფელი გაწყვიტეს, გადაიბუგა იქაურობა, 10 ათასობით დევნილი და ლტოლვილი გამოვიდა, ჩვენი გმირი ბიჭების გვამები იხრწნებოდა და ესენი 12 აგვისტოს თბილისში გამარჯვებას ზეიმობდნენ”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებასთან“ ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს როკის გვირაბი რომ გადაეკეტა, რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოვიდოდა.
„150 სოფელი გაწყვიტეს, გადაიბუგა იქაურობა, 10 ათასობით დევნილი და ლტოლვილი გამოვიდა, ჩვენი გმირი ბიჭების გვამები იხრწნებოდა და ესენი 12 აგვისტოს თბილისში გამარჯვებას ზეიმობდნენ, იმიტომ, რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მაშინ საქართველოზე გაიმარჯვა“. „აბსოლუტური სიცრუეა, რომ ისინი საქართველოს იცავდნენ. ცილისწამებაა, რომ თურმე, სალომე ზურაბიშვილი ვნებს საქართველოს. თვითონ დათმეს საქართველოს 20% და გაანადგურეს იქაურობა და მერე – ჩვენ საქართველოს ვიცავდითო. რა უნდოდა ქართულ ჯარს ცხინვალში?! ცხინვალიდან უტევდა რუსული 58-ე არმია? 58-ე არმია როკის გვირაბიდან უტევდა. ამ გვირაბის სიგანეა 8 მეტრი, მხოლოდ ერთი ტანკი ეტევა. იქ რომ დაგვეყენებინა ჩვენი ძალები, რაჭიდან რომ მოგვევლო და როკის გვირაბი რომ გადაგვეკეტა, ისინი ვერ შემოვიდოდნენ საქართველოში. მაგრამ ზუსტად მაგაშია საქმე, რომ სააკაშვილი ნიშანს ელოდა და მიიღო ეს ნიშანი, როდესაც 7 აგვისტოს ღამეს ცეცხლი გაუხსნა მძინარე ცხინვალს, სადაც მხოლოდ ქართული მოსახლეობა იყო დარჩენილი, რადგან წინა სამი დღის განმავლობაში, ოსი მოსახლეობა გაიყვანეს იქიდან. იმ თუ გინდ, სეპარატისტულ მთავრობას თავისი ხალხი უყვარს და სააკაშვილს და ბოკერიას თავისი ხალხი სძულს. ისინი უსამშობლო ხალხია, მათ სამშობლო არ აქვთ და სააკაშვილმა ეს დაადასტურა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები