გოგა ხაინდრავა: ივანიშვილმა 600 ათასი ცხოვრებიდან გარიყული ადამიანი ცხოვრებაში შემოიყვანა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და ფოდმა „ქართუმ“ 600 ათასი ცხოვრებიდან გარიყული ადამიანი ცხოვრებაში შემოიყვანა. ამის შესახებ ხაინდრავამ რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ ორგანიზებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ხაინდრავამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სატელეფონო საუბარი გაიხსენა, სადაც ალასანია მზად არის, მილიონი ლარის სანაცვლოდ, სნაიპერი დაიქირავოს, რომ მან ბიძინა ივანიშვილი მოკლას.
„საქართველოს დაუძინებელი მტერი, გენერალი ჯერ კგბ-სი და ახლა ფსბ-სი დედას გვაგინებდა. ყველამ გავიგეთ ამის შესახებ, თუ როგორ სძულთ მათ ქართველი ხალხი და ეს ხალხი მიდის და სააკაშვილის პარტიას აძლევს ხმას. თემურ ალასანია მილიონს უხდის და ეძებს სნაიპერს, რომ მოკლას ბიძინა ივანიშვილი. ის ამას თავის ძმისშვილს ეუბნება, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა მოვკლათ ბიძინა ივანიშვილიო. ვის კლავს?! რატომ კლავს?! იმიტომ, რომ ეს ადამიანი კლდესავით დგას მათ გზაზე, მათ მოღალატეობრივ გზაზე. იმიტომ, რომ ის ადამიანი ცდილობს, რუსული იმპერიალიზმი, რომელიც ბოგინობს, საქართველოში არ შემოვიდეს. 600 ათასი კაცი, რომელიც გარიყული იყო ამ ცხოვრებიდან, იმის გამო, რომ გაუსაძლის ვალებში იყვნენ, ბიძინა ივანიშვილმა, ფონდ „ქართუსთან“ერთად, ქართულ ცხოვრებაში უკან შემოიყვანა. ადამიანის ყველაზე მეტი დასჯა ღვთისგან არის, როდესაც ის უმადური ხდება. უმადური ადამიანი ქვეყანას ვერ ააშენებს, ვერც შვილებს შეუქმნის მომავალს. დღეს ეს ბოროტება უნდა მოვიცილოთ, უნდა მოვიგერიოთ. ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ, დარწმუნებული ვარ, რომ 28-ის ბრძოლას მოვიგებთ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები