კახა კალაძე ონში მომხდარ ფაქტზე: კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ონში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ფაქტთან პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს.
„ეს იყო ყოფითი დაპირისპირება. პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. პიროვნებას, ვისთანაც დაპირისპირება მოუვიდათ, პარტია „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეხება არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და კანონის წინაშე მოუწევს ყველას პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დგინდება, რომ ონში მომხდარი დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები