დარიალის ხეობაში სამუშაოები განახლდა

დარიალის ხეობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონაში სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, ხოლო ვითარებას გეოლოგები სწავლობენ. დარიალის ხეობაში, სტიქიის ადგილზე დღეს დროებითი საავტომობილო გზის აღდგენას შეეცდებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ხეობაში ამ დრომდე დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც არის. მათ მოსაძებნად სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს. პროცესს ხელს უამინდობაც უშლის. ადგილზე მობილიზებულია ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები