კახა კალაძე: “ნაცმოძრაობამ” ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა იმის გამო, რომ ხედავენ, არჩევნებში დამარცხდებიან

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად ხვდება, რომ არჩევნებში დამარცხდება, ამიტომ რევოლუციურ გზებსა და გადატრიალებაზე საუბრობს.
დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა იქნება.
„ვისმენთ და ვხედავთ, რა გადაცემები გადის მათი ტელევიზიის საშუალებით, როგორ და რა სიტყვებით საუბრობენ. ამას ისმენენ ბავშვები და დიდები. არსებობს რაღაც ზღვარი, მაგრამ ამ ადამიანებმა ყველა ზღვარს გადააბიჯეს, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს იმის გამო, რომ ხედავენ, არჩევნებში დამარცხდებიან. იმიტომ საუბრობენ რევოლუციურ გზებზე, გადატრიალებაზე, დამხობაზე და ა.შ.
​დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მაღალი აქტივობა იქნება და ძალიან ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები