კახა კალაძე: ვფიქრობ, ყალბი პირადობის მოწმობების საქმეზე არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ

არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კალაძე თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავარი პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.
კალაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გარკვეული ადამიანების მიერ მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას წამოეგნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ სცოდნოდათ, ეს არის სიყალბე და სიცრუე, ამას არ გააკეთებდნენ, თუმცა მოხდა, რაც მოხდა. გამოძიება ყველაფერს გვაჩვენებს“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები