პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ხათუნა გოგორიშვილს წარსული გაახსენა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარლამენტო უმცირესობის წევრს ხათუნა გოგორიშვილს წარსული გაახსენა. „სასაცილოა, როცა ჩვენ აქ ვსხედვართ და თქვენ გედებატებით – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ხათუნა გოგორიშვილს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „დებატები“. როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, ხათუნა გოგორიშვილი ჯერ შევარდნაძის რეჟიმს ქმნიდა, შემდეგ „მოქკავშირს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. „ქალბატონო ხათუნა, თქვენ ქმნიდით შევარდნაძის რეჟიმსაც, ,,მოქკავშირსაც’’, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ყველგან იყავით, ყველაფერს ქმნიდით. თქვენ იყავით არქიტექტორები და ამ ყველაფრის შემქმნელები და ახლა ჩვენ გვესაუბრებით? დამანგრეველიც იყავით და ავადსახსენებელი რევოლუციონერიც“, – მიმართა კობახიძემ ხათუნა გოგორიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები