„ჩვენ პიარში ყოველთვის სუსტი ვიყავით”

   ჩვენ პიარში ოველთვის სუსტი  ვიყავით – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რაც დგას ხელისუფლების წინაშე, ეკონომიკა და დასაქმებაა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი შეიცვალა და სიტუაცია დასტაბილურდა, ბოლო კვარტალში ეკონომიკის 7%-იანი ზრდა იყო.
ვიყავით “გარდა იმისა, რომ ეკონომიკის წამოწევა ნელა ხდება და ამას სჭირდება მეტი იმპულსი, არის მეორე თემაც – ჩვენ პიარში ყოველთვის  სუსტი ვიყავით.
მე გეტყვით ჩემს გამოცდილებას, როდესაც დავდიოდი, როგორც კანდიდატი, და ხალხს ვხვდებოდი. მე მათ ვეუბნებოდი, თუნდაც ჯანდაცვის სფეროში, რომ ყველა დაზღვეულია, ამას ხშირად იგებდნენ ასე – შეხვედრებიდან, იმიტომ, რომ ჩვენი ორიენტირი იყო თავიდანვე აღებული, რომ მოდი, არ დაიხარჯოს რეკლამაზე დრო, არამედ დაიხარჯოს საქმეზე. ეს სუსტი მხარეა, ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც დემოკრატიული პროცესები წინ არის წასული, ადამიანზე ორიენტირება განხორციელებულია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკის წინ წამოწევა და მიმაჩნია, რომ საგარეო ურთიერთობებშიც სწორი მიმართულებით ვვითარდებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები