,,ყველაზე მტკივნეული პრობლემები ეკონომიკის და დასაქმების კუთხით გვაქვს“
ბუნებრივია, ბევრი რამ არ განხორციელდა და ყველაზე მტკივნეული, ეს არის ეკონომიკა და დასაქმება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ ” ბევრი რამ გააკეთა როგორც ჯანდაცვის, ისე განათლების სფეროში, სოციალური მიმართულებით და, ზოგადად, ადამიანზე ორიენტირების კუთხით.
“ბუნებრივია, ბევრი რამ არ განხორციელდა და ყველაზე მტკივნეული, რაც დგას ხელისუფლების წინაშე, ეს არის ეკონომიკა და დასაქმება”, – განაცხადა მარგველაშვილმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.