„ხელისუფლებამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი სწრაფად უნდა მიიღოს“

    საქართველოს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო “ სტუმრობისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, ამ კანონპროექტის დამტკიცება ხელისუფლების ინტერესშია.
“ხელისუფლების ინტერესშია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას ეს კანონი მიღებული, რადგან იქნება ეს რომელიმე დაუდევარი თანამშრომელი თუ გარედან არაკეთილსინდისიერი ადამიანი, ნებისმიერი თეთრი ლაქის შემთხვევაში, ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ. ჩვენ ვიცით, რომ ტექნოლოგიური საშუალებები ძალიან განვითარებულია და შესაძლოა, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ სხვა პირებსაც ჰქონდეთ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები