,,ნატოს თავდაცვითი სისტემების განლაგებაზე განცხადება უშიშროების საბჭოს უნდა გაეკეთებინა”
უკეთესი იქნებოდა, საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განლაგებაზე განცხადება საქართველოს უშიშროების საბჭოდან გაკეთებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო’’ განაცხადა. თუმცა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მხარს უჭერს.
„ამ განცხადება მხარს ვუჭერ, მაგრამ მაღალი სტატუსის მისანიჭებლად კარგი იქნებოდა, ეს განცხადება გაკეთებულიყო უშიშროების საბჭოდან, რაც უფრო მაღლა ასწევდა განცხადების სტატუსს. რაც შეეხება გაუგებრობას ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის, არანაირი გაუგებრობა არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.