,,მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და მეტალურგიული კომბინატი გაყიდა ‘’
ქალაქ რუსთავის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, 2005 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინა და ყოველგვარი პირობის გარეშე მეტალურგიული კომბინატი გაყიდა. როგორც ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, 2005 წელს ხელისუფლებამ, კომბინატის გაყიდვის შემდეგ, ყველა დანარჩენი ვალდებულება ფაქტობრივად გააქრო.
,,2005 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, მიხეილ საკაშვილის მეთაურობით, სისხლის სამართლებრივი დანაშაულით ჩაიდინა, ყოველგვარი პირობის გარეშე მეტალურგიული კომბინატი გაყიდა და ყველა დანარჩენი ვალდებულება ფაქტობრივად გააქრო. საპენსიო დავალიანება, რომელიც ჰქონდა ამ საწარმოს ათასობით ადამიანის მიმართ, სახელფასო დავალიანებაც და ასე შემდეგ… და როცა მოდიოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, მათ ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღეს ამ პრობლემას გადაწყვეტდნენ.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ეს პრობლემა არ გადაწყვეტილა. არც ერთი თემა, რომელიც უკავშირდებოდა სამართლიანობის აღდგენას, გადაწყვეტილი არ არის. ამასთანავე, არ შეცვლილა დამოკიდებულება, მე ამას ადგილზე ვგულისხმობ, რაც მაშინ საზოგადოებას აწუხებდა, რაც რუსთაველებს აწუხებდათ, დღემდე არ შეცვლილა“, – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.