უკრაინა რუსეთს განმარტებებისათვის 48 საათს აძლევს

   უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს ორი დღის ვადას აძლევს. ამასთანავე, საგარეო სამინისტრო რუსეთისგან განმარტებას ითხოვს, თუ რა მიზნით ატარებს მაისის ბოლოს რუსეთი სამხედრო წვრთნებს უკრაინის ტერორორიაზე, – ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” იუწყება.
უწყების ინფორმაციით, 21-27 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქალაქებთან – ლიპეცკი, ვორონეჟი და რიაზანი სამხედრო საჰაერო ძალების წვრთნებს გეგმავს. სწავლების აქტიური ფაზა 24-25 მაისს გაიმართება. ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქში განხორციელდება საბრძოლო, სარაკეტო და საზარბაზნე იარაღების გამოყენება მიწისზედა მიზნების გასანადგურებლად. სამინისტროს განცხადების თანახმად, უკრაინა ეუთოს არხებით დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციას, მოითხოვა, ოფიციალურად განმარტოს სწავლების მიზნები და დაასახელოს, რა რაოდენობის ძალებსა და საშუალებებს გამოიყენებს მასში.
“ვენის დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, შესაბამისი განმარტება წარმოადგინოს 48 საათის განმავლობაში მოთხოვნის მიღების მომენტიდან, ანუ 22 მაისის 17:00 საათამდე”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. რუსეთის სამხედრო სწავლების პერიოდი უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას ემთხვევა, რომელიც 25 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები