ლანჩხუთში, მოსწავლე სელფის გადაღებისას სკოლის მეორე სართულიდან გადავარდა
ლანჩხუთში მოსწავლე საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
ის ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე შესვენებაზე მობილური ტელეფონით სელფის გადაღებას ცდოლობდა, რა დროსაც დაურეკეს და შემთხვევით მეორე სართულიდან გადავარდა.
ქუთაისის საავადმყოფოში მოთავსებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.