ზვიად კვაჭანტირაძე მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების საკითხზე: რამდენი ადამიანის ცხოვრება მოტრიალდება უკეთესობისკენ

უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც 600 ათასზე მეტ ოჯახს ბანკების, მიკროსაფინანსოების და მევახშეების კაბალიდან ამოიყვანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
კვაჭანტირაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც 600 ათასზე მეტ ოჯახს ბანკების, მიკროსაფინანსოების და მევახშეების კაბალიდან ამოიყვანს. რამხელა სიხარულია, რამდენი ადამიანის ცხოვრება მოტრიალდება უკეთესისკენ. გილოცავთ ყველას, რადგანაც ეს სიხარული გადამდები იქნება და ქვეყანას დაეტყობა!”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები