სააკაშვილი – გუშინდელ აქციაზე: მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა

“პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი გუშინ ჩატარებულ აქციას ეხმაურება.

„აქცია ნამდვილი არჩევნების მოთხოვნით და არა როგორც ალისა ამბობს ხოლმე „ვითომ-ვითომ“ არჩევნებში და სინამდვილეში, სპეცოპერაციაში მონაწილეობის, იყო ძალიან წარმატებული!

ამ პაპანაქება სიცხეში, შუა ზაფხულში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების მაღალ ბრძოლისუნარიანობაზე.

კიდევ რაც მომეწონა – მონაწილეებს შორის არ იყო არანაირი კონკურენცია და ეჭვიანობა, მხოლოდ ერთიანობა. ვულოცავ მსვლელობის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.

ძალა ერთობაშია!“, – მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები