„მოროშკინამ ყოველთვიურად 10 000 ლარი და ახალი ავტომანქანა მოითხოვა“

ლალი მოროშკინა ყოველთვიურად 10 000 ლარს ითხოვდა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა, სოციალურმა მუშაკმა ავთანდილ ჟღენტმა განაცხადა. მისი თქმით, მოროშკინამ ყოველთვიურად 10 000 ლარის გარდა ახალი ავტომანქანაც მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ მან სხვადასხვა აბსურდული და ცრუ განცხადებების გაკეთება დაიწყო.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ლალი მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული განცხადებები მიმართულია სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ და სრულიად ემთხვევა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. გვსურს, განვმარტოთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, სადაც მან ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო სხვადასხვა აბსურდული და ცრუ განცხადებების გაკეთება. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლალი მოროშკინა დეპარტამენტში 2013 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება მონიტორინგის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად.
ქალბატონი ლალი მოროშკინა მაშინაც ცრუობს, როდესაც საუბრობს თითქოსდა, აღნიშნულ სამსახურში პრემია არ აუღია. მან თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიიის სახით 30 000 ლარი აიღო. ლალი მოროშკინას შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ლალი მოროშკინა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა”, – განაცხადა ავთანდილ ჟღენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები