რობერტ სტურუა: პრეზიდენტობის კანდიდატი ტრაბახობს КГБ-ს ოფიცერი ვიყავიო
რეჟისორი რობერტ სტურუა ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს “ფეისბუქის” პირად გვერდზე სხვადასხვა სახის პოსტით ეხმაურება. რობერტ სტურუას მოქალაქეების მიერ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისადმი გამოხატული მხარდაჭერა აკვირვებს.
“კვირა” მის რამდენიმე პოსტს გთავაზობთ:
“აირევა ივერია”:
პრეზიდენტობის კანდიდატი ტრაბახობს
КГБ-ს ოფიცერი ვიყავიო…
და ბედნიერი ქართველი ერი სიხარულით ირჩევს მას!”
“უბედურია ერი თუ სიკეთეს და ბოროტებას ვეღარ არჩევს და თუ არჩევს, მაგრამ საკუთარი გამორჩენისთვის გაჰკივის: ბოროტებაა სიკეთეო! – მაშინ დავიღუპეთ”
“დარწმუნებული ვარ, ქართველები მკვლელებს აირჩევენ. ეტყობა სისხლი გვხიბლვს ჩვენ!”
რობერტ სტურუა დედაქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერსაც “არა ნაცებს, არა ბოროტებას” აქვეყნებს და მას თან ნიკოლოზ ბარათაშვილის შემდეგ სტროფებს ურთავს:
“სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო
ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის
შენ აღმაშფოთრად?..
განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,
სულო ბოროტო!..
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო,
სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი
შენი მსახვრალი!”