2013-2018 წლებში ზუგდიდში განხორციელებული პროექტები – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ინფორმაციას ავრცელებს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და აშშ-ში ასოციაცია “თვისტომი”-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე ზუგდიდში 2013-2018 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შესაბამის მონაცემებს ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“ზუგდიდში 2013-2018 წლებში: შეიქმნა 15 საწარმო; გაფართოვდა 16 საწარმო; დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 168 პროექტი; რეაბილიტირდა 41 სკოლა; უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 43 სკოლის 3805 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; აშენდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, უნივერსიტეტი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში; საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 343-მა პირმა; დაფინანსდა 32 ხეხილის ბაღის გაშენება; შეიქმნა 27 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 4138-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი; ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში თხილის კვლევა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ადგილობრივ დონეზე; პროექტ “მობილური ექსტენციის” ფარგლებში 27 სოფელში 14500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია;კოლხური ბზის გაშენების ხელშეწყობისთვის შეიქმნა სასათბურე მეურნეობა სოფელ რუხში; რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოლიციის 2 შენობას; განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება; ბინა გადაეცა 867 დევნილ ოჯახს; სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 388 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“ ); საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 964 დევნილ ოჯახს; ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსი შენდება; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა; შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა; ზუგდიდში გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი; 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; აშენდა ამბულატორია განმუხურსა და ინგირის თემში; სრულდება მრავალპროფილიანი, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა სოფელ რუხში; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 1 163-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 2 853 900 ლარი;​ რეაბილიტირდა 95 კმ გზა; აშენდა და რეაბილიტირდა 77 ხიდი; განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ზუგდიდსა და ანაკლიაში; აშენდა ანაკლიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა; მიმდინარეობს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა; კეთილმოეწყო ბულვარი ზუგდიდის ცენტრში; მოეწყო გარე განათების სისტემა – ქალაქ ზუგდიდის ყველა ქუჩა და ჩიხი განათებულია; ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სრულად რეაბილიტირდა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსის ე.წ. ,,ნიკოსეული სასახლე“; სრული რეაბილიტაცია უტარდება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს; ზუგდიდში მიმდინარეობს; თეატრის რეაბილიტაცია; ყინულის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი; ჭადრაკის სასახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; უეფას მე-3 კატეგორიის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა; მოეწყო რაგბის მოედნები, საფეხბურთო მინისტადიონები და მოედნები; რეაბილიტირდა ძალოსნობისა და ძიუდოს დარბაზები; რეაბილიტირდა ზუგდიდის სპორტკომპლექსი; ზუგდიდში გაზიფიცირდა 40 898 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება; გაიხსნა იუსტიციის სახლი;გაიხსნა სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში; გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში – ორსანტიასა და რუხში;გაიხსნა ქორწინების დარბაზი; 66 უსახლკარო ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლი; გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრები; ანაკლიაში აშენდება ღრმაწყლოვანი პორტი; გაიხსნა რუხის სავაჭრო ცენტრი”, – წერს ნიკოლოზ ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები