ლაშა ნაცვლიშვილი ბოდიშს იხდის: მინდა გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მივმართო: ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ

ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვლიშვილი წერს და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ვიდეოს ეხმაურება.”1. ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს – ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.
2. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
3. გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც”, – წერს ნაცვლიშვილი ფეისბუქზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები