“მის ოჯახში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სადღეგრძელო ისმევა”- რა შეემთხვა გუგა ქაშიბაძის პაციენტს

დამწვრობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ოპოზიციის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და მისი ერთ-ერთი პაციენტის შესახებ, რომელსაც სწორედ აღნიშნული პროგრამის წყალობით, მტევნებზე კანის გადანერგვის ოპერაცია დაუფინანსდა, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კრიტიკას მინდა გამოვეხმაურო. ეს პროგრამა ჩემთვის ერთ კახელ გლეხთან ასოცირდება. ვენახში მუშაობის დროს, დასუფთავების დარჩენილ ნაგავს ცეცხლი მოუკიდა, ალი წალამზე გადავიდა. მოხუცმა კაცმა ცეცხლი საკუთარი მტევნებით ჩააქრო და ღრმა დამწვრობა მიიღო, ვენახი კი გადაარჩინა.
დამწვრობის ცენტრში მეოთხე დღეს მოიყვანეს ოჯახის წევრებმა, ძალიან განიცდიდა. არ იცოდა, რა ექნა – ვენახი გაეყიდა და მტევნები მოერჩინა, თუ ვენახი დაეტოვებინა. იმასაც ხვდებოდა, დამწვარი ხელებით მის მოვლას ვერ შეძლებდა.
არ დამავიწყდება მისი სახე, როცა გაიგო, რომ მტევნებზე კანის გადანერგვის ოპერაციას ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა დაუფინანსებდა. მტევნები გადარჩა. ვენახიც გადარჩა. ღვინოს მშვენიერს აყენებს( პირადად გამისინჯავს). მის ოჯახში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სადღეგრძელო პირველი თუ არა, მეორე მაინც ილსმევა”, – წერს გუგა ქაშიბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები