ვაშაძე: მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც მოვალეთა შავ სიაშია და ვერ იხდის ბანკების ვალებს, ვალდებულებები უნდა ჩამოაწეროს

“საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით, არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოს მოქალაქე იმყოფება უკიდურეს ეკონომიკურ მდგომარეობაში. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით – ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში.
ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, იმ ადამიანების, ვინც უნდა ამოძრავებდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ვინც არიან დაყადაღებული ან არიან მოვალეთა შავ სიაში. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ: პირველი, საქართველოს მთავრობამ ნებისმიერ პირს, რომელიც დღეის მდგომარეობით, არის მოვალეთა შავ სიაში და ვერ იხდის ბანკების და მიკროსაფინანსოების ვალებს, ხელისუფლების მიერ უნდა მოხდეს მათი ვალდებულებების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იქნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან. ამისათვის მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათ ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები