უკრაინაში 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს

16 მაისს, რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, უკრაინაში 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ასევე დააბრუნეს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან.

„სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტულ ინსტიტუტებთან ერთად, რაც შეიძლება მალე დაადგენენ გარდაცვლილის ვინაობას“,- ნათქვამია საკოორდინაციო შტაბის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რუსების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ სულ 75 რეპატრიაცია განახორციელა, რომლის დროსაც 9,744 დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები