ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად, ქაშვეთიდან სამებამდე მსვლელობა იგეგმება

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, თბილისში ქაშვეთიდან სამებამდე მრევლის მსვლელობაა დაგეგმილი.

მსვლელობა ქაშუეთის ტაძარში დაგეგმილი პარაკლისის შემდეგ, სავარაუდოდ, 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დააწესა. დღეს, მრევლის შეკრება და მსვლელობა, თბილისის გარდა, კიდევ 10 რეგიონში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები