დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!

17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალას” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

„დღეს სრულიად საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
გილოცავთ!

ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას უმთავრესი ღირებულების ირგვლივ. სახელმწიფოს შემეცნება და აღქმა უძველესი დროიდან ქართველებში ოჯახური კულტურით ყალიბდება. ეს არის ის საძირკველი, რაზედაც დაშენებულია რწმენისა და ეროვნული ფასეულობების ერთობლიობა.
სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ “ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!

არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია, და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები