ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

გორში, აღდგომის ტაძართან მრევლი 13:00 საათზე შეიკრიბება. ასევე 13:00 საათზე შეიკრიბებიან თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან.

მსვლელობისთვის ემზადებიან ზუგდიდში, ოზურგეთში, მცხეთაში, რუსთავსა და ახალციხეში.

მღვდელი გიორგის (კარელიძეს) თქმით, ოჯახის სიწმინდე და მშობლების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დღევანდელი დღე ამ მიზნით დაწესდა. მოსახლეობა და სასულიერო პირები გორის აღდგომის მშენებარე ტაძართან შეიკრიბებიან და პარაკლისს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები