რონალდინიო: მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს
მადლობა, საქართველო! პირველად ვსტუმრობ ამ ულამაზეს ქვეყანას და ვგრძნობ ხალხის სითბოს, – ამის შესახებ „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველთვის დიდი სიხარულია „ბარსას“ მაისურის ტარება და ამ მშვენიერ დღესასწაულში მონაწილეობა! მადლობა და მომავალ შეხვედრამდე, მეგობრებო!“ – წერს რონალდინიო X-ზე.