“გაამწვანე საქართველოს” ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა

საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით,  წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს.  ინფორმაციას ფონდი “გაამწვანე საქართველო” ავრცელებს.

ფონდი „გაამწვანე საქართველო“ 2013 წელს  კათალიკოს-პატრიარქის  ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.  ეროვნული სატყეო სააგენტო   ფონდთან  წლებია თანამშრომლობს.  ერთობლივი პროექტები   მომავალშიც  აქტიურად განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები