მწვერვალ ევერესტზე ორი მთამსვლელი დაიღუპა
ევერესტზე, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლისას, ინდოელი და ფილიპინელი მთამსვლელები დაიღუპნენ.
45 წლის ინდოელი სუბრატა გოში, მწვერვალის ე.წ. ჰილარის მონაკვეთზე დაიღუპა, რომელიც ზღვის დონიდან 8 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და სადაც სიცოცხლისთვის ჟანგბადის არასაკმარისი დონეა.
ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიმალ გაუტამას თქმით, მეორე მთამსვლელი, 45 წლის ფილიპინელი ფილიპ სანტიაგო მდებარე მეოთხე ბანაკამდე ძალიან დაღლილი მივიდა და დასვენებისას საკუთარ კარავში დაიღუპა.
ცნობისთვის, სამთო ექსპერტების თანახმად, ბოლო 100 წელიწადში ევერესტზე, სულ მცირე, 345 ადამიანი დაიღუპა.