სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. ანრი ოხანაშვილმა და აშოტ სმბატიანმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე.

სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები