ბორჯომში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი, “მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის” ჩატარდა
“ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი “მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის” წარმატებით ჩატარდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ცნობიერება აიმაღლეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საჯარო გამოსვლების ხელოვნება, კრიტიკული აზროვნება, კონფლიქტოლოგიის საფუძვლები, ლიდერის უნარები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორია და ძირითადი ეტაპები, ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ საკითხები და ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობაში.
“დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე.
პროექტი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანია, მონაწილე ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა და მათი აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურებისთვის და დიალოგის პროცესში კონსტრუქციული ჩართვისთვის,”- ნათქვამია ინფორმაციაში.