ირაკლი სესიაშვილი: ნატო-ს ასამბლეაზე საქართველო დასახელდა, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში

“ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ჰალიფაქსში (კანადა), კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში.
“ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ჰალიფაქსში (კანადა), კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიშში, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში ადამიანების უფლებების საკითხებს, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში”, – განაცხადა სესიაშვილმა.
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
“ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის, ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებელმა, დაეყრდნო რა საერთაშირისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს. საერთო სულისკვეთებით, ასამბლეა მრავალჯერ უსვამს ხაზს, რომ საქართველო საერთაშირისო მისიებში ჩართულობით, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები