არქიმანდრიტი ილარიონი: მანიაკებისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება, დაუშვებელია

0

დავითგარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი თვლის, რომ ყოფილი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში კვლავ დაბრუნება დაუშვებელია. შესაბამისი შინაარსის პოსტს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“სასულიერო პირის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიკავებ თავს პოლიტიკური განცხადებებისგან, რათა ვინმესთვის, ნებისმიერი პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანისთვის, დამაბრკოლებელი არ იყოს ჩემი „მიკერძოება“, რომელიმე „ძალის“ მიმართ. მაგრამ, რაც ახლა მინდა ვთქვა, ეხება მხოლოდ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.
ჩემო მეგობრებო, შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი ფიქრობდეს და თქვას ასეთი სიტყვები: „ორი გვამი მინდა!“, „უიმედო პაციენტების მკურნალობა და მათი სიცოცხლის რამდენიმე თვით გაგრძელება შავ ხვრელში გადაყრილი ფულია!“, „რაღა დროს გირგვლიანია?!“ და ა. შ.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ადამიანი, რომელიც ამ აზრებს ეთანხმება და ამ პათოსს იზიარებს, რადიკალურად დაშორებულია ყოველგვარ ღვთაებრივს და სამუდამო სატანჯველისთვის ამზადებს საკუთარ სულს! მანიაკებისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება, დაუშვებელია!
P.S. რაც არ უნდა „გულუბრყვილოდ“ ჟღერდეს, არ ვყოფილვარ არჩევნებზე, მაგრამ, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ფიქრობს ისე, როგორც მე, თქვენი მონა-მორჩილი!”, – წერს არქიმანდრიტი ილარიონი.

კომენტარები

კომენტარი