ემზარ ქვარიანი: “ოცნებაზე” გაბრაზებულებმა ავდგეთ და “ნაცმოძრაობა” დავაბრუნოთ ხელისუფლებაში, დაუშვებელია!

“ქართული ოცნების” და ხელისუფლების მიმართ თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს და განაწყენებულია, ეს მე ვარ”, – ასე გამოეხმაურა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას “მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი.
“მივმართავ სრულიად საქართველოს, ყველა ჩემს მეგობარს, ყველა ჩემს თანამებრძოლს. ყველამ კარგად იცის, ვინც მიცნობთ, მთელი ჩემი ცხოვრება უსამართლობას ვებრძვი და არ შემიძლია, დღევანდელ ვითარებას არ გამოვეხმაურო, რადგან ქვეყანა დღეს მართლაც დიდი საფრთხის ქვეშ დადგა.
დღეს, “ქართული ოცნების” და ხელისუფლების მიმართ თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს და განაწყენებულია, ეს მე ვარ. არც კრიტიკა დამიკლია მათთვის არასოდეს. იმასაც ვაღიარებ გულწრფელად, რომ “ქართული ოცნების” უამრავი შეცდომის დაშვების გამო, დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დადგა დიდი საფრთხის წინაშე, რაზეც პასუხი უნდა აგონ აუცილებლად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ, “ოცნებაზე” გაბრაზებულებმა, ავდგეთ და “ნაციონალური მოძრაობა” დავაბრუნოთ ხელისუფლებაში. ყოვლად დაუშვებელია ფაშისტური, პირსისხლიანი და კრიმინალური დაჯგუფების ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ხელისუფლებაც რომ წასასვლელია, ამაზეც ჩემი მოსაზრება ცალსახაა, თუმცა მშვიდობიანი გზით და არჩევნების გზით უნდა იყოს დასაშვები.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება – “ნაცსექტა” და ფაშისტური ორგანიზაცია რომ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მოგიწოდებთ, ყველა მიხვიდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ ქ – ნ სალომე ზურაბიშვილს, სხვა არჩევანი შეუძლებელია” , – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ქვარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები