ანა დოლიძე საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის- ორმა პატრულმა მყისიერად ამოგვიყვანა მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მეორე სართულზე

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის.

როგორც სოციალურ ქსელში ანა დოლიძე წერს, თბილისის მე-6 საავტორო სკოლის შენობაში დაგეგმილ ღონისძიებაზე მისულ მოფარიკავე ირმა ხეცურიანს, რომელიც ეტლით მოსარგებლეა შენობის მეორე სართულზე ასვლაში პატრულის ორი თანამშრომელი დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ შენობაში ლიფტი არ არის.

“დღეს შუადღეს გვქონდა ღონისძიების გახსნა #6 საავტორო სკოლის ისტორიულ შენობაში თბილისის ცენტრში. შენობა უძველესი ისტორიული ძეგლია, აქ 100 წლის წინ ქალთა გიმნაზია იყო, და ამიტომ ლიფტი არ არის. როგორც კი დაინახა ვითარება, აქვე მდგარმა ორმა პატრულმა მყისიერად ამოგვიყვანა მეორე სართულზე ჩვენი მოფარიკავე ჩემპიონი ირმა ხეცურიანი. მადლობა ბიჭებს და მადლობა პატრულს,-წერს ანა დოლიძე.        

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები