8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა კიდევ ერთი მოზარდის მკვლელობა აღიარა- გორში სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებში მიმდინარეობს
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ კიდევ ერთი მოზარდის მკვლელობა აღიარა.
“კვირას” ინფორმაციით, ამ წუთებში, გორის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სამართალდამცავები ამ წუთებში 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ.
ცნობისთვის, იაგო ნებიერიძე 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმეში ფიგურირებდა, ის თანხის გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.