დავით მაღრაძე: იმედი მაქვს ქართული თავმოყვარეობის-ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს ამ საბჭოთა გადმონაშთმა, გრიგოლ ვაშაძემ
მე იმედი მაქვს ქართული თავმოყვარეობის თუ ის თავის სიმაღლეზე იდგა, ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს ამ საბჭოთა გადმონაშთმა გრიგოლ ვაშაძემ, თავისი კრემლის ვარსკვლავით და ოკუპანტი უფროსით – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მან მოქალაქეებს არჩვენების მეორე ტურში მისვლისკენ და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს უნდათ, რომ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.სხვა არაფერი ამ ხალხს არ ამოძრავებს არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი მისხალი სინანულისა ამ ხალხში არ გაღვიძებულა, პირიქით, ალბათ ფიქრობენ, რომ ბოლომდე როგორ ვერ მოგვაყენეს შეურაცხყოფა და როგორ დაგვრჩა კიდევ ძალა იმისა, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოსთვის.
მივესალმები ჩვენს მეხსიერებას, რომელიც არ ერთი წუთით არ მოგვცემს უფლებას, რომ მოვდუნდეთ, არც ერთი წუთი არ მოგვცემს უფლებას რომ შევწყვიტოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლა და დღევანდელი დღე ერთი მკაფიო გამოვლინება იმისა, რომ ქართული საზოგადოება საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არასოდეს არაფერს არ ივიწყებს, რაც დასავიწყებელი არ არის, გაუმარჯოს ჩვენს მეხსიერებას. ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა არჩევანი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სიმშვიდეს, საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას. თუ ევროპული არჩევანი არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არც მინდა არასდროს იყოს სათუო. ერთი კანდიდატი დაბადებულია გაზრდილია ევროპაში, შენარჩუნებული აქვს თავისი მშობლიური ენა, რომელმაც თავისი მამა-პაპით გადაარჩინა თავის ოჯახში ქართული ენა. ელოლიავნენ ამ ენას, მათმა წინაპრებმა არ მიიღეს ორმაგი მოქალაქეობაც კი, საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვეს უარი. მოიტანეს თავისი თავი თავისი მამულიშვილობა, თავისი მშვენირებით. მეორე მხარესაა საბჭოთა გადმონაშთი ამხანაგი ვაშაძე, საბჭოთა რუსეთის გადმონაშთი საბჭოთა რუსეთის ოფიციალური თანამშრომელი, რომელიც გვიცხადებს, რომ თურმე ეიფელის კოშკი არ არის პარიზი და არ არის საფრანგეთი ეიფელის კოშკი თურმე არის კრემლის ვარსკვლავი, სადაც თვითონ გაიზარდა და დაიბადა. ასეთი შეურაცხმყოფელი აღვირახსნილი კამპანია აქვს გაჩაღებული. მე იმედი მაქვს ქართული თავმოყვარეობის თუ ის თავის სიმაღლეზე იდგა, ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს ამ საბჭოთა გადმონაშთმა გრიგოლ ვაშაძემ, თავისი კრემლის ვარსკვლავით და ოკუპანტი უფროსით. ძალიან მკაფიოა ჩვენი არჩევანი, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი შვილების განათლებას, კულტურას, სულიერებას, სილამაზეს, გნებავთ მშვენიერებას, რომელსაც ასხივებს ერთი მხარე და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროს არავინ, რომელიმე პარტიის ხელმძღვანელმა, რომ აქ შეკრებილი ხალხი, რომელიმე პარტიის მხარდამჭერია. პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვართ საქართველოს მხარდამჭერი და ახლა საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს მეორე ტურში ქუდზე კაცის მოსვლას და უარის თქმას საბჭოთა წარსულზე. დღეს საბედისწერო გზა გადის მეორე ტურის არჩევნებზე, არ დავიზაროთ დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი”, -განაცხადა დავით მაღრაძემ.