ნინო გოგუაძე: ვაშაძის მხარეს არის აბსოლუტური ძალაუფლებით შეპყრობილი სააკაშვილი
„ვაშაძის მხარეს არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ინსტიტუტისთვის არ იბრძვის, ისიც არის აბსოლუტური ძალაუფლებით შეპყრობილი“, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ პრეზიდენტობის კანდიდატს არ უჭერენ.
“ირაკლი ალასანიას “ოცნებაში” მობრუნებას გამოვრიცხავ. რაც შეეხება იმას, ვისთან მიდიოდა მოლაპარაკება, ეს რა თქმა უნდა ცხადია. ჩვენთან “ქართული ოცნება” მოლაპარაკებას არც კი აწარმოებდა. ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკურად, რომ არცერთ მხარეს არ ვუჭერთ მხარს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იყოს დამოუკიდებელი. მაგრამ, ვაშაძის მხარეს არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ინსტიტუტისთვის არ იბრძვის. ისიც არის აბსოლუტური ძალაუფლებით შეპყრობილი. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. მოქალაქეები გადაწყვეტენ ვის დაუჭერენ მხარს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
გოგუაძემ ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ჩიქოვანის განცხადება, რომ ის აპირებს “ქართულ ოცნებას”, “თავისუფალ დემოკრატების” გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის.