“გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომის შემდეგ კონცერტების გამართვას გეგმავდა რუსეთში, როცა ქართველი ბიჭების გვამები გაციებული არ იყო”
ამერიკაში მცხოვრები ქართველი, მთარგმნელი ბესო ხომერიკი საპრეზიდენტო კანდიდატების წარსულს და მიღწევებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ძლივს გააგდებინეს რუსული პასპორტი და კონცერტების გამართვას გეგმავდა რუსეთში, მაშინ როცა გაცივებული არ იყო ქართველი ბიჭების გვამები.
ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, იგი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავად ჩამოიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრად.
“კაფკას რომანში მგონია თავი. კაგებეს თანამშრომელი (ვინც ცოტა მაინც აზრზეა, კოსმოსის სფეროში კაცი ვერ გაჭაჭანდება რუსეთში მაგის გარეშე) – კაცი, რომელსაც ომის შემდეგ, ძლივს გააგდებინეს რუსული პასპორტი, კაცი, რომელიც კონცერტების გამართვას გეგმავდა რუსეთში, მაშინ, როცა გაცივებული არ იყო ჩვენი ბიჭების გვამები, კაცი, რომლის პიარსაც, კაგებეს პოლკოვნიკის შვილი უკეთებს, კაცი, რომელიც იმ კაცის დასაბრუნებლად იბრძვის, ვისი მრჩეველი და ბიძა, კაგებეს გენერალია, კაცი, რომლის შვილი სამ სიტყვას ვერ ამბობს ქართულად – გვევლინება დემოკრატად და მედასავლეთედ. ამ დროს ქალი, რომლის ოჯახმა ძლივს გაასწრო კომუნისტებს, ვისმა მამამაც პრინციპულად არ აიღო ფრანგული პასპორტი და დევნილის პასპორტით დარჩა. ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს თანამშრომელია. ქალი, რომელიც მაგათმა მიშამ ჩამოიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრად. ქალი, რომელმაც თავის შვილებს, მესამე თაობის ემიგრანტებს, შეუნარჩუნა ქართული ენა და რომლის კრემლის აგენტობის დასამტკიცებლად მოჰყავთ ერთადერთი გამონათქვამი, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი, გამოჰყავთ რუსების აგენტად. როგორ არ ვთქვა, რომ ღლეები ხართ, ეს ვისაც გჯერათ? თუ არა და დამისაბუთეთ, რომ ვცდები!”, – წერს ბესო ხომერიკი სოციალურ ქსელში.