ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი ICOIC-ს დელაგაციის წევრებს შეხვდნენ

0

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) პრეზიდენტს და კომისიის წევრებს შეხვდნენ.
ანრი ოხანაშვილმა და გიორგი კახიანმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისა და პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთობის შესახებ, ასევე კანონშემოქმედებითი და საკომიტეტო საქმიანობის თაობაზე.
„მათთვის საინტერესო იყო მოგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ ახორციელებს პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას. დელეგაციის წევრები, ასევე, დაინტერესდნენ როგორ ხდება პარლამენტის საკონსტიტუციო სასამართლოსთან და იმ ორგანოებთან თანამშრომლობა, რომელთა ხელმძღვანელებსაც საქართველოს პარლამენტი ირჩევს.
შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობაზე”,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის დელაგაცია საქართველოში „მშვიდობისა და კანონის უზენაესობის მაქს პლანკის საერთაშორისო ფონდის” ორგანიზებით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი