„ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე“

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბილბორდზე სალომე ზურაბიშვილის სახელისა და გვარის გვერდით მმართველი გუნდის წარმომადგენლების სურათების გამოჩენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია და საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
მისივე თქმით, ბილბორდზე გამოსახული ადამიანები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებენ.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, რომელსაც საზოგადოება ბილბორდებიდან იღებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები