პოდმოსკოვიეში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

  მოსკოვთან ახლოს, ნაროფომინსკოეს რაიონში, პოდმოსკოვიეში სამგზავრო და სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა. 15 დაშავებული რთულ მდგომარეობაში იმყოფება. სატვირთო შემადგენლობის მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებელს შეეჯახა, რომელიც კიევის გავლით მოსკოვი-კიშინიოვის რეისს ასრულებდა.
ტელეარხ “რუსეთი 24”-ის ინფორმაციით, ამ რეისზე დაახლოებით 400 ბილეთი გაიყიდა. მოლდოვის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ჩებოტარის განცხადებით, 9 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილზე ჩაფრინდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ვლადიმერ პუჩკოვი. ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, ასევე მუშაობენ ფსიქოლოგები. დაშავებულები მოსკოვის საავადმყოფოებში ვერტმფრენით გადაყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები